„ტოტენჰემთან“ ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალურ მატჩში, „ლივერპულის“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში ინგლისურმა გამოცემებმა შეაფასეს.
liverpool.com (6 ქულა): „მამარდაშვილს თუ ასეთ შეხვედრაში არ შეუშვებ მოედანზე, მაშინ როდის უნდა ითამაშოს? გიორგის პირველმა გადაცემულმა ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა და გულშემატკივრები უკმაყოფილონი იყვნენ მისი კარიდან ორი გამოსვლით, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ შეუთამაშებლობამ ამაში ხელი შეუშალა. დაპირისპირების დასაწყისში დამაჯერებლად მოიგერია ბერგვალის დარტყმული, შესვენების შემდეგ კიდევ ერთ ბურთს დაეუფლა. თუმცა, შესაძლოა, კუთხურისას უკეთ გარჯა მართებდა. კოკისპირული წვიმისას მარმუშის ბურთის შესანიშნავად მოგერიება გადამწყვეტი იყო. მთლიანობაში მან გაორებული შთაბეჭდილება დატოვა“.
Thisisanfield (7 ქულა): „ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა. არაზუსტი პასით დაიწყო, შემდეგ კი ბერგვალს გამაოგნებელი რეაქციით არ გაატანინა. კიდევ კუდუსის დარტყმისას გაიბრწყინა, მაგრამ ჩაწოდებული კუთხურისას კარიდან ცუდად გამოვიდა და გალაჰერმა გაიტანა. მერე ცოტა ხანი დაბნეული ჩანდა, ვიდრე მარმუშის დარტყმული თავისი დათვისებრი ხელებით მოიგერია. ბევრ კომპონენტში უდავოდ მაღალი კლასისაა, მაგრამ სტაბილურობისგან შორსაა“.
Liverpool Echo (7 ქულა): „დებიუტში არასაიმედოობით ფანების მოთმინება გამოსცადა, სანამ ბერგვალს ჩინებული სეივით არ გაატანინა. კუდუსსა და მარმუშსაც, გაშვებული გოლისას კი არადამაჯერებელი გახლდათ“.
Rousing the Kop (7 ქულა): „როდესაც ბერგვალის გოლი გარდაუვალი ჩანდა, ფეხებით ჩინებულად მოიგერია ბურთი. ასევე კარგი იყო კუდუსის დარტყმულისას. წარმატებულად შესრულებული სამუშაოს შთაბეჭდილება ნაწილობრივ კუთხურის მომენტში გააფუჭა, თუმცა ბოლოს შეცდომის კომპენსაცია მარმუშის ეპიზოდში შთამბეჭდავი მოქმედებით მოახდინა“.
Anfield Index (8 ქულა): „ქართველი გიგანტი დებიუტში დიდებულად გაისარჯა, როდესაც მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება არ მისცა. შესვენების შემდეგ უფრო შთამბეჭდავი მოგერიება ჰქონდა. სამწუხაროდ, გაშვებული გოლისას პოზიცია არასწორად შეარჩია. თუმცა, ბოლოს წარმოუდგენელი სეივით რეაბილიტაცია მოახდინა“.