სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა – “ინტერმა” “უდინეზეს” თამაში 0:2-დან შემოუტრიალა

სერია A-ს მეოთხე ტურში „ინტერმა“ სახლში „უდინეზე“ 5:3 დაამარცხა.
სტუმრებმა მატჩი ჩინებულად დაიწყეს და მე-16 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდნენ. თუმცა მასპინძლებმა შემდეგ 5 გოლი გაიტანეს, ბოლოს უდინელებმა ანგარიში შეამცირეს და შეხვედრა „ნერაძურის“ გამარჯვებით დასრულდა.
უდინურ გუნდში ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან იტალიის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა.
„ინტერს“ 12 ქულა აქვს, „რომასთან“ ერთად ლიდერია და 19 სექტემბერს გასვლაზე სწორედ „რომას“ დაუპირისპირდება.
„უდინეზე“ 4 ქულით მე-13 ადგილზეა და 19 სექტემბერს „კალიარის“ უმასპინძლებს.
მილანი. „სან სირო“
ინტერი – უდინეზე 5:3
გოლები: 0:1 აბანკვა (9), 0:2 ეკელენკამპი (16), 1:2 კარლოს აუგუსტო (26), 2:2 ბარელა (35), 3:2 ტიურამი (57), 4:2 ესპოზიტო (67), 5:2 ბონი (79), 5:3 გუიე (90+1)