ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ბეტისთან“ 1:2 დამარცხდა.
მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა: მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მიქაუტაძის დარტყმული მეკარე ვალესმა მოიგერია, ბიუკენესის გატანილი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, 29-ე წუთზე კი მეტოქის კარი მორენომ დალაშქრა. თუმცა, სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. შეხვედრის მეორე ნახევარში „ვილიარეალმა“ თამაშის „დალაგება“ ვერ მოახერხა და მარცხი განიცადა.
„ვილიარეალი“, რომელსაც ამ სეზონში ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია (ყველა ტურნირზე 4 წაგება და 2 ფრე), 2 ქულით მე-18 ადგილზეა და 17 სექტემბერს გასვლაზე „მალაგას“ დაუპირისპირდება.
ვილიარეალი. „კერამიკა“
ვილიარეალი – ბეტისი 1:2
გოლები: 1:0 მორენო (29), 1:1 ერნანდესი (39), 1:2 ნათანი (43)