[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა – “შტურმმა” ლიდერს “ლასკს” მოუგო

ავსტრიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ლასკი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელები 34-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. 59-ე წუთზე უმარ დიაკიტემ გრაცელები ისევ წინ გაიყვანა. 61-ე წუთზე მამაგეიშვილი ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო და კომპენსირებულ დროში პენალტი ვერ გამოიყენა.

ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს

კიტეიშვილი – Sofascore 6.4, Flashscore 6.4.
მამაგეიშვილი – Sofascore 7.8, Flashscore 7.5.

„შტურმი“ 11 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ „ლასკს“ 4 ქულით ჩამორჩება, 16 სექტემბერს ევროპა ლიგის საერთო ეტაპის პირველ ტურში „რენს“ უმასპინძლებს, 20 სექტემბერს კი ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში სტუმრად „ზალცბურგს“ შეხვდება.

გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი – ლასკი 2:1
გოლები: 1:0 მამაგეიშვილი (34), 1:1 დანეკი (45+3), 2:1 დიაკიტე (59)
გამოუყენებელი პენალტი: კიტეიშვილი (90+6, შტურმი)