„იგლ ჰილსის“წინააღმდეგ აქციაზე 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა – არჩილ გორდულაძე

„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა“, – განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ, კრწანინის ტყე-პარკში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
გორდულაძის თქმით, ქართული საზოგადოება კი ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა.
„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა. ეს არიან ზუსტად ის პირები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ სასიკეთოს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება ან სამომავლოდ არის დაგეგმილი.
რაც შეეხება თავად „იგლ ჰილსის“ პროექტს, როდესაც საქმე გვაქვს უპრეცედენტო ინვესტიციასთან, რომელიც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილის ან ადგილების განვითარებაზე არის ორიენტირებული, არამედ ამას აქვს უდიდესი ეკონომიკური გავლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენადაც ეს არის პირდაპირი ინვესტიცია, ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ კამპანიები მართეს. თვეების განმავლობაში აორგანიზეს აქციები და, საბოლოოდ, ვნახეთ ერთი დიდი კრახი. ზუსტად ასეთი კრახისთვის არის განწირული ყველა ამ ქვეყნისთვის საუარესოდ მოფიქრალი ადამიანი. ქართული საზოგადოება კი ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან