სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ვინ არის ქალბატონი მაია,
ექიმი, ახმეტაში გუშინწინ რომ დაიჭირეს?
თითქოს ერთ-ერთი რიგითი ექიმი,
800 ლარი რომ აქვს ხელფასი
და ერთი პატარა სოფელი ანდა ქალაქი რომ აბარია
და რა მოხდა როცა ქალბატონ მაიას მხარდაჭერა დასჭირდა?!
რა და იმ დილას, მაია ექიმი რომ დაიჭირეს, კახიმ დაწერა,
ერთმა ბიჭმა ახმეტიდან,
მაია ექიმს, მხარდაჭერა სჭირდებაო,
მერე კიდევ ერთმა ახმეტელმა დაწერა,
მერე კიდევ და კიდევ
და გაერთიანდა ერი და ბერი
და ქალბატონი მაია გაიცნო მთელმა საქართველომ,
გაიცნო და მხარში დაუდგა.
ამის პარალელურად,
ვინ არიან ქართული ოცნების მინისტრები და მინისტრის მოადგილეები?
პრემიერ-მინისტრები?!
ვინ და ხალხი, რომელთა ფეისბუქ ფეიჯებს,
ასიათასობით გამომწერი ჰყავთ,
მილიონობით ნახვა
და ათიათასობით მადლობის კომენტარი,
ხალხი, რომელთაც თითქოს ჩვენი ქვეყნის ხალხი ენდობა
(ასე ხატავენ სულ მცირე)
და როცა თანამდებობებიდან ათავისუფლებენ ანდა როცა ქოცები თავისივე ხალხს ციხეში უშვებენ,
მინისტრები,
მოადგილეები, სამსახურის უფროსები,
ისე მიდიან, მეორე დღეს, აღარავის ახსოვს.
ხალხო,
ოჯახის წევრებიც კი ვერ ბედავენ მხარდაჭერის პოსტები დაწერონ
და ფოტოებიც კი წაშალეს,
ემანდ ჩვენც არავინ დაგვიჭიროსო.
2 დღის წინ რომ ჰქონდათ აბსოლუტური ძალაუფლება,
მესამე დღეს,
საპნის ბუშტივით ჰო გაუსკდათ
და კაციშვილი მხარში არ დაუდგათ!
არავინ!
და რანაირი ამბავია არა?
ქალბატონ მაიას,
ერთი სოფლის
ანდა ერთი პატარა ქალაქის უბრალო ექიმს,
რამდენიმე ასეული ლარი ხელფასით,
როცა დასჭირდა,
მთელი საქართველო გვერდით დაუდგა
და
ქ.ოცნების მაღალჩინოსნებს, მილიონერებსა და მილიარდელებს_არავინ!
ერთი სიტყვა რა არის,
ერთი სიტყვა და სამადლობელო პოსტი
არავის
დაუწერია..
მაგალითად,
ხარება როცა გააგდეს
ანდა ჯუანშერ ბურჭულაძე როცა მოასრიალეს
ან ლილუაშვილი როცა მოხსნეს,
გინახავთ ვინმე, რიგითს,
მადლობის პოსტი დაეწეროს?
აჰ,
ლუი ვიტონა მინისტრი რომ მოხსნეს,
ვინმემ მადლობა გადაუხადა?!
და წულუკიანი?
ხან რის მინისტრად რომ ჰყავდათ და ხან რის,
ვინმემ რამე დაწერა რომ გაუშვეს?
ერთი სიტყვა მაინც შეაწია საჯაროდ და
მადლობაო თქვა?!
მდინარაძეს რომ ჩინ-მედლები აჰკიდეს და მერე რომ სახლში გაუშვეს,
სადმე რამე წერილი შემოგხვდათ,
მადლობა ბატონო მამუკაო?!
და ყოფილ პრემიერ-მინისტრს
თუ დაუწერა ვინმე რიგითმა საჯარო მოხელემ რაიმე სამადლობელო პოსტი?!
კაი ჯანდაბას და თუ ერთმა მაინც დაუწერა,
რამდენი გამოხმაურება ჰქონდა?
100 მოწონება?
200?!
ჰოდა როგორ ხელისგულზეა ყველაფერი არა?
თითქოს მათ ხელშია ძალაუფლება,
ფული, სამშენებლო ბიზნესი (ყველა ქოცი ჰო ან ტენდერებშია ან სამშენებლო ბიზნესში),
თითქოს ყველაფერი აქვთ,
მაგრამ სინამდვილეში, ამ სამყაროში არაფერი აქვთ!
აი ქალბატონ მაიას კი,
თითქოს ერთ რიგით მოქალაქეს,
აქვს ყველაფერი,
მთელი სიმდიდრე,
ჰყავს ქართველი ხალხი გვერდით!
მათ?
მათ ერთმანეთიც არ ჰყავთ,
ხელიდან კალამს ვერ აგდებინებენ ერთმანეთს ისე აბეზღებენ
და ციხისთვის სწირავენ!
ჩვენკენ?
ჩვენკენ მეორე წელია,
სინდისის პატიმრები,
არაფრის გამო გამოკეტეს ციხეში,
ნებისმიერ დროს შეიძლება მიემართათ ყაველასთვის და 2 კვირაში გარეთ ყოფილიყვნენდა არ ქნეს,
სამშობლოსთვის არ ქნეს
თორე 10000%-ით დარწმუნებული ვარ,
მათ უკან მხოლოდ საკუთარი თავები რომ ყოფილიყო,
იმავ წამს იზამდნენ
და ამას რომ ვიაზრებ,
ღმერთო!
რა ცამდე მადლობელი ვარ
რომ მოვესწარი ისეთ დროს,
ჩვენს ქვეყანას რომ დავჭირდით
და რომ ასეთი ხალხის მხარეს ვარ
და არა იქით,
სადაც ერთმანეთის დაბეზღება,
ციხეში გამოკეტვა,
ვითომ ძალაუფლება რომ აქვთ,
სინამდვილეში კი უახლოესი ძმაკაცებიც კი არ ჰყავთ
და მეორე დღესვე ერთმანეთის ჩაშვებაზე დგანან..
რაღაცნაირად ჰო ძალიან უჭირს ჩვენს ქვეყანას
და გვიჭირს,
მაგრამ ამ გაჭირვებამ თან რამხელა ერთობა დაგვანახა,
ცამდე დიდი
და უგზო-უკვლოდ მადლიერი ვარ ამ ამბის ♡




