ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
ეს კადრები ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაშია გადაღებული – ადრე ასე ერქვა, მერე კი რეორგანიზაციის მომიზეზებით გადაარქვეს თუ ლოკაციურად გააერთიანეს რამდენიმე პოლიკლინიკა, რასაც დევნილი მედპერსონალი ეწინააღმდეგებოდა.
ვიდეოს აღწერის მიხედვით, შეუძლოდ გახდა ლაბორანტი მზია ლაცუზბაია, რომელსაც განყოფილების გამგემ ზედიზედ მესამედ მიმართა შეურაცხმყოფელი ლექსიკით, რის შემდეგაც ის შეუძლოდ შეიქნა და წნევამ აუწია. გამოგვიგზავნეს მეორე ვიდეოც – უფრო მძიმე სანახავი, თუმცა მისი გამოქვეყნება ამბავს ვერაფერს შესძენს იმის გარდა, რომ ქ.-ნი რიმა ნამდვილად ცუდად გამოიყურება.მედპერსონალის უმეტესობა პოლიკლინიკაში არსებულ ნერვულ ატმოსფეროს და დაძაბულობას სწორედ აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძის დაუდევრობას უკავშირებს, რადგან მათი თქმით, სწორედ ჯინჭარაძე ბლოკავს პანდემიის დროს, განსაკუთრებულ რეჟიმში მომუშავე მედპერსონალის ანაზღაურებისთვის თანხის გაცემას.ისე, საინტერესოა: პანდემიის პერიოდში საქართველომ დიდი ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო. ყველას გვახსოვს, რა დღეში იყო იმ პერიოდში მედპერსონალი – რა ჯოჯოხეთურ რეჟიმში უწევდათ მუშაობა და რა რთული პერიოდი გადაიტანეს – რომელ ნორმაში ჯდება მათთვის თანხის ასე “შეწერა?”ამავე დროს, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის მედპერსონალი გენერალურ დირექტორს, ნათია ფარცვანიასაც უჩივის მისი უხეში მართვის სტილისა და დევნილებისადმი აგდებული დამოკიდებულების გამო. როცა ვკითხეთ, რას გულისხმობდა, წყარომ გვიპასუხა: “ისე შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს დევნილთა საზოგადოებას, გაკვირვებული დარჩები კაცი, მაგრამ გასდის…”
მათივე თქმით, გამომუშავებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მათ ბევრჯერ გამართეს აქცია, მაგრამ საშველი მაინც არ არის…




