“საინტერეოს ამბავი გერმანიიდან” – გიორგი კობერიძე

23
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
საინტერეოს ამბავი გერმანიიდან, რომელიც ცივი ომის პერიოდის ელფერს იძენს თანამედროვეობაში და რომელსაც საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება ახლავს თან: ტელეკომპანია RTL-ის ჟურნალისტმა, ანჟელიკ გერაიმ, თითქმის ერთი წელი გაატარა როლში, რომელიც ჯაშუშურ რომანს მოგაგონებთ. იგი აჩვენებს, რომ დღეს მოსკოვი ე.წ. “ერთჯერადი აგენტების” ტაქტიკას იყენებს, რაც მოწინააღმდეგის ობიექტების დასურათებით, კოორდინატების გაგზავნით და ლოკალური დივერსიიებით ხორციელდება.
ანჟელიკ გერაიმ შექმნა გერმანიაში მცხოვრები ვინმე “კატიას” სახელობის ყალბი პროფილი სოციალურ ქსელში, აიფარა რუსული დროშა და თავი პუტინის ფანატიკოს მხარდამჭერად გაასაღა. რა მოხდა შემდეგ? სულ მალე მას დაუკავშირდნენ და კონკრეტული დავალებების მიცემა დაუწყეს. თავიდან გავალებენ უწყინარ რამეებს – ფოტოს გადაღებას, ამანათის აღებას ან SIM ბარათის ყიდვას.
შემდეგ შეიცვალა მოთხოვნები. “კატიას” სთხოვდნენ გერმანიის მმართველი პარტიის (CDU), შეიარაღების მწარმოებელი კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებზე თვალთვალს.
მაგრამ ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში გერმანიის შიდა პოლიტიკის ამბებია. “კატიას” დაუკავშირდა იოვიცა იოვიჩი, რომელიც სარა ვაგენკნეხტის პრორუსული პოლიტიკური ალიანსის წარმომადგენელია. ეს ის ულტრამემარცხენე პრო-რუსული პარტიაა ახლა AfD-სთან ალიანსის შექმნაზე რომ დაიწყო საუბარი საქსონია ანჰალტში. ამ ადამიანმა ჟურნალისტს პირდაპირ ურჩია, რომ ნატო-ს დროშაზე ეცეკვა და არხი უფრო პროვოკაციული გაეხადა. პარტიამ უარყო იოვიჩის გავლენა და იგი უბრალო წევრად მოიხსენია.
ჟურნალისტის მიერ სიმართლის გამჟღავნების შემდეგ მასზე მუქარები დაწყო. ნათელია, რომ რუსეთი ყველას და ყველაფრის გამოყენებით აწარმოებს ომს ევროპის და ზოგადად ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.