“თუ ჭურში არ ზიხარ, გაგების დონეზე მაინც გაიგებდი” – რას წერს ნინო წილოსანი

ქართული ოცნების ერთ–ერთი სახე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში, სუსის ყოფილ უფროსზე, მამუკა მდინარაძეზე წერს:

კიდევ ერთხელ, წარმოდგენა რომ გვქონდეს, რა დონის დეზინფორმაციის რუპორია ნაცმედია ტელევიზიები:
ცოტა ხნის წინ „ფორმულაზე“ სიუჟეტი გაუშვიათ, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაში იმყოფება და სახლიდან ვერ გამოდის.
ოღონდ, ამავდროულად, ბოლო დღეების განმავლობაში მამუკა მდინარაძე იმდენჯერ იყო საჯარო თავშეყრის ადგილებში, რომ, თუ ჭურში არ ზიხარ, გაგების დონეზე მაინც გაიგებდი.
რაც მაკვირვებს, ის არის, ამდენი ტყუილის შემდეგ საერთოდ როგორ ჰყავს რაიმე აუდიტორია ამ ტელევიზიებს… მისმა მაყურებელმა უნდა დაიჯეროს, რომ ადამიანი შინაპატიმრობაშია, მაშინ როდესაც ის ყოველდღე სხვადასხვა გარემოში, უამრავ ადამიანთან ერთად იმყოფება.
ეს ერთი ფაქტიც ნათელ წარმოდგენას მოგცემთ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენი მცდარი, დამახინჯებული ან მიზანმიმართულად ტყუილი ინფორმაცია მიეწოდება მაყურებელს. პრობლემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სიუჟეტში არ არის.

გაცილებით უფრო სახიფათოა პრაქტიკა, როდესაც მედიისთვის მინიჭებული საჯარო პლატფორმა და მაუწყებლობის შესაძლებლობა გამოიყენება არა საზოგადოების ინფორმირებისთვის, არამედ მისი აღქმების, დამოკიდებულებებისა და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული ფორმირებისთვის.