Bloomberg – აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე „ლინდსი გრემის კანონპროექტს“ შემდეგ კვირას უყრის კენჭს

აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე „ლინდსი გრემის კანონპროექტს“ შემდეგ კვირას უყრის კენჭს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ წყაროს თქმით, კანონპროექტი გამოტანილი იქნება განხილვისთვის პროცედურით, რომელიც გადაწყვეტილების მარტივი უმრავლესობით მიღებას ითვალისწინებს“, – წერს გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტი გარკვეული წინააღმდეგობის წინაშეა წარმომადგენელთა პალატაში შიშების გამო, რომ ის ტარიფების შემოღებაზე პრეზიდენტი ტრამპის უფლებამოსილებას გააფართოებს და ნავთობზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

თუმცა, წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობას საბოლოო ჯამში გადაწყვიტა კანონპროექტის განხილვის გაგრძელება, რომელსაც ორივე პარტიისა და თეთრი სახლის მხარდაჭერა გააჩნია.

ცნობისთვის, კანონპროექტი, რომლის ავტორიც სენატორი ლინდსი გრემი იყო (რესპუბლიკური პარტია), საშუალებას მისცემს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს, და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი ამ მომენტისთვის რუსული ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა