სალომე კვარაცხელია: ვარძიაც თავზე გვენგრევა? (ფოტოები)

ექიმი- რეზიდენტი სალომე კვარაცხელია: 
ვარძიაც თავზე გვენგრევა?
დაახლოებით 4 თვეა, რაც ვარძიაში, გვირაბების ბოლო ნაწილი ჩაკეტილია – უსაფრთხოების გამო.
4 თვეა, გადაღობეს უბრალოდ და შესაკეთებლად ხელი არავის გაუნძრევია!
არც კი მისულა არავინ, შესამოწმებლად.
გუშინ, სულაც ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის უკან, სახიზართან დამხვდა ეს ბარიკადები – ჩვენივე უსაფრთხოების სახელით.
გამოვიცნობ: თვეები გავა და ასე იქნება ჩაკეტილი ეს გვირაბები, არავინ მივა შესამოწმებლად, შესაკეთებლად.
კომპლექსის 50% ვეღარ ნახულობ, ფაქტობრივად.
ვარძიის 50% ნგრევის საფრთხის ქვეშაა და ნეტავ, ამ დროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რას მიკეთებს?
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration , წინა გვირაბზეც ახლა გაიგებთ, დარწმუნებული ვარ და ბარემ, ორივე ერთად რომ იცოდეთ!

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “