ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს, – ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, რომლითაც უკრაინა Patriot-ის სისტემებისთვის PAC-3-ის ტიპის რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალას, დრონებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს შეიძენს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა Patriot-ის სისტემების აღჭურვილობის შეძენას შეძლებს, რათა რუსეთის თავდასხმებისგან თავი უკეთ დაიცვას.

„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა, რათა უკრაინას თავდაცვის სხვადასხვა საშუალების შეძენაში დავეხმაროთ. ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან და ნატო-სთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “