2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულებამ 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის შესაბამის პერიოდში საქართველოდან 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია იყო ექსპორტირებული.2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნის ძირითადი საექსპორტო აგროსასურსათო პროდუქტები იყო სპირტიანი სასმელები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, უალკოჰოლო სასმელები, თხილი, მოცვი, კურკოვანი ხილი და დაფნის ფოთოლი.საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის მიმართულებით საქართველოს მთავარი ბაზარი რუსეთი იყო. ამ ქვეყანაში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 100.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.მეორე ადგილზე იტალია იყო, სადაც საქართველოდან 21.0 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მცენარეული წარმოშობის პროდუქცია გავიდა, ხოლო მესამე პოზიციაზე სომხეთი იყო – 17.4 მილიონი აშშ დოლარით.TOP-10 საექსპორტო მიმართულებებს შორის ასევე მოხვდნენ ჩინეთი – 13.8 მილიონი დოლარით, გერმანია – 8.9 მილიონი დოლარით, ესპანეთი – 8.4 მილიონი დოლარით, სირია – 8.2 მილიონი დოლარით, საფრანგეთი – 7.5 მილიონი დოლარით, თურქეთი – 6.0 მილიონი დოლარით და უკრაინა – 5.9 მილიონი დოლარით.სტატისტიკის ეროვნული სამსახური 8 თვის განმავლობაში ექსპორტზე გასული აგროსასურსათო პროდუქციის მოცულობისა და ფასების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს 19 სექტემბერს გამოაქვეყნებს.