Wizz Air-მა აბუ-დაბის მიმართულებით ფრენები განაახლა

Wizz Air ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებზე ოპერირებას ეტაპობრივად განაახლებს. ავიაკომპანიის განცხადებით, ქსელს დუბაი, აბუ-დაბი, ჯედა და ამანი უბრუნდება, რომლებზეც ჯამში 12 მარშრუტი და კვირაში 49 რეისი იქნება.ავიაკომპანიამ აბუ-დაბიში დაფუძნებული ოპერირება 2025 წლის სექტემბერში შეწყვიტა. Wizz Air-ის განცხადებით, გადაწყვეტილებაზე გავლენა რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, ოპერაციულმა გამოწვევებმა და ძრავებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იქონია. ამასთან, ახალი პროგრამის ფარგლებში აბუ-დაბისა და დუბაის მიმართულებებზე ფრენები 25 ოქტომბრიდან განახლდება. ჯედასა და ამანის მიმართულებებზე კი ფრენების აღდგენა უკვე დაიწყო.Wizz Air-ის დაბრუნება არ გულისხმობს ყოფილი Wizz Air Abu Dhabi-ს ოპერირების აღდგენას -ახალი რეისები ავიაკომპანიის ევროპული ოპერაციების ფარგლებში შესრულდება. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზამთრის სეზონზე ოთხ მიმართულებაზე ჯამში დაახლოებით 470 ათასი ადგილი იქნება შეთავაზებული. ბილეთების საწყისი ფასი 24.99 ევროდან იწყება.