კობახიძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს და …

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს და რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს
„ზოგადად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის მარტივი ვითარება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რაც გამოსწორებას საჭიროებს. მთავარია, ვნახოთ ოპტიმალური გზა, რომელიც მოგვცემს ერთდროულად- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ასევე კოლექტივის ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თავადაც იყო ჩართული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხის განხილვაში.
მისივე თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს.
„გარკვეულ დონეზე უკვე ვიყავი ჩართული ამ საკითხის განხილვაში. რა თქმა უნდა ყველა ასეთ საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამის დარგის სპეციალისტებთან, ამ შემთხვევაში, ექიმებთან, მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე. რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს, არიან დამსახურებული ადამიანები და რა თქმა უნდა გაგრძელდება კონსულტაციები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მათ შორის გადავადების თაობაზე. ერთიანი გადავადება მოხდა იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, რომ ოპტიმალური გამოსავალი ინახოს“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში