წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს

წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
12
წაკითხვა
საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს. წერილში ასოციაცია შეშფოთებას გამოხატავს სასკოლო განათლების სისტემაში ე.წ. „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის“ დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული “რეფორმა“ არსებითად უარყოფით გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე, სასწავლო რესურსების მრავალფეროვნებაზე, სკოლისა და პედაგოგის პროფესიულ ავტონომიაზე, აკადემიურ თავისუფლებასა და საქართველოს საგამომცემლო სექტორის მდგრადობაზე. ამასთან, ნებისმიერი ცვლილება განათლების სისტემაში უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, ფართო პროფესიულ კონსულტაციებსა და გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების პროცესს”, — წერია წერილში.
წიგნის ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება ქმნის საფრთხეებს განათლების სისტემისა და საზოგადოებისთვის. მათ შორისაა:
აკადემიური და ინტელექტუალური მრავალფეროვნების შეზღუდვა — სახელმძღვანელო ცოდნის, კვლევისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო მიდგომის მოსწავლემდე მიტანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში სხვადასხვა ავტორის, მეცნიერის, პედაგოგისა და გამომცემლის მონაწილეობის შესაძლებლობა ხელს უწყობს განათლების რესურსების მრავალფეროვნებასა და ხარისხის გაუმჯობესებას. ერთი სახელმძღვანელოს მოდელი მნიშვნელოვნად ამცირებს ასეთი მრავალფეროვნებისა და პროფესიული კონკურენციის შესაძლებლობას. მასწავლებლის პროფესიული ავტონომიის შეზღუდვა — ხარისხიანი განათლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია და შესაძლებლობა სწავლების პროცესში გაითვალისწინოს მოსწავლის ასაკი, საჭიროებები, ცოდნის დონე და კონკრეტული სასწავლო გარემო. მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს გამოყენების სავალდებულო მოდელი მნიშვნელოვნად ამცირებს მასწავლებლის არჩევანის შესაძლებლობას და აფერხებს სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომების განვითარებას. შინაარსის დამოუკიდებლობა, პლურალიზმი და პოლიტიკური გავლენის რისკი — როდესაც კონკრეტულ საგანში სასწავლო რესურსის შექმნისა და შერჩევის შესაძლებლობა არსებითად კონცენტრირდება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, იზრდება შინაარსის ერთგვაროვნებისა და არასათანადო გავლენების რისკი. დემოკრატიული ინსტიტუტები სწორედ იმისთვის უნდა იყოს მოწყობილი, რომ საგანმანათლებლო შინაარსის ხარისხი და დამოუკიდებლობა არ იყოს ზედმეტად დამოკიდებული ხელისუფლების კონკრეტული შემადგენლობის შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებზე. სწორედ ამიტომ, სახელმძღვანელოების შექმნისა და დამტკიცების პროცესში მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტების, აკადემიური წრეების, მასწავლებლებისა და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების მონაწილეობა. ამასთან, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმების არსებობა. კონკურენციისა და ხარისხის შემცირება — საგანმანათლებლო რესურსების სფეროში პროფესიული და შემოქმედებითი კონკურენცია ხელს უწყობს ახალი მეთოდოლოგიების, თანამედროვე სასწავლო მასალებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული განათლების, STEM-ისა და თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში. ისეთი სისტემა, რომელიც ერთ ძირითად რესურსზეა დამოკიდებული ნაკლებად მოქნილია ახალი ცოდნისა და სწავლების მეთოდების სწრაფად ასათვისებლად. ცენტრალიზაციის და გამჭვირვალობის რისკები — სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემის ცენტრალიზებულად, სახელმწიფო შესყიდვების გზით განხორციელებამ შესაძლოა გაართულოს და გაახანგრძლივოს პროცესი, გაზარდოს ბიუროკრატიული შეფერხებები და სისტემური ხარვეზების რისკი და შეამციროს პროცესის გამჭვირვალობა. შესაბამისად, აუცილებელია პროცესის ღიაობა, მკაფიო კრიტერიუმები და საზოგადოებრივი ზედამხედველობა. საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა — საქართველოს განათლების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეებისთვის ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, კონკურენტუნარიანად ჩაერთონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომის ბაზრებში. თანამედროვე და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების არსებობა ამ მიზნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რასაც ვერ უზრუნველყოფს ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი. საგამომცემლო სექტორზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა — სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა და გავრცელება ქმნის სამუშაოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ავტორებისთვის, რედაქტორებისთვის, მთარგმნელებისთვის, დიზაინერებისთვის, ილუსტრატორებისთვის და სხვა პროფესიონალებისთვის. სახელმწიფოს მიერ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის ცენტრალიზაცია მკვეთრად ამცირებს კერძო გამომცემლობებისა და დაკავშირებული პროფესიული ჯგუფების საქმიანობის შესაძლებლობებს, რაც საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს, პროფესიული ცოდნის შენარჩუნებასა და მთლიანად ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის მდგრად განვითარებას.
წიგნის ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ 30-მდე გამომცემლობას აერთიანებს, მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, საერთაშორისო გამოცდილებას, ფართო პროფესიულ კონსულტაციებსა და გამჭვირვალე პროცესს.
ცნობისთვის, განათლების სამინისტრო გეგმავს სკოლებში „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის“ დანერგვას, რაც გულისხმობს თითოეულ საგანში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს არსებობას ყველასთვის. შესაბამისად, სკოლებში მხოლოდ ერთი, სახელმწიფოს/სამინისტროს მიერ დადგენილი ან დაკვეთით შემუშავებული სავალდებულო სახელმძღვანელოს დანერგვა იგეგმევა.
კომენტარები
გადახედვა
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
8 წუთის წინ
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
ერთი საათის წინ
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
10 საათის წინ
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
11 საათის წინ
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
12 საათის წინ
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
15 საათის წინ
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
15 საათის წინ
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
16 საათის წინ
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
17 საათის წინ
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
17 საათის წინ
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
17 საათის წინ
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და “სალოცავი ოთახები” ჩაუტანეს
18 საათის წინ
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და “სალოცავი ოთახები” ჩაუტანეს
გადახედვა
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
18 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
18 საათის წინ
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
18 საათის წინ
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
18 საათის წინ
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
18 საათის წინ
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
“გახარია საქართველოსთვის”: “თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი”
19 საათის წინ
“გახარია საქართველოსთვის”: “თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი”
გადახედვა
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
19 საათის წინ
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
19 საათის წინ
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
9 სექტემბერი, 12:01
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
კვირის ტოპ-5
“ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით” — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?355 ნახვა
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს346 ნახვა
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს240 ნახვა
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა223 ნახვა
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა215 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
პოლიტიკა
“გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან” — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
“გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან” — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
პოლიტიკა
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
საზოგადოება
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: “ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის”
ნინო წილოსანი: “ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის”
საზოგადოება
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers’ Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers’ Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
გადახედვა
მედია
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
საზოგადოება
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
გადახედვა
პოლიტიკა
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
საზოგადოება
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
პოლიტიკა
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
ახლა კითხულობენ
გადახედვა
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
9 სექტემბერი, 10:08
რუსეთის შეიარაღებული ძალების მოხალისეთა ინტერნაციონალური დანაყოფის, “გეორგიევსკის” მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა…
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა