[VIDEO] ლუის ენრიკემ საუკეთესოთა შორის საუკეთესო არ ათამაშა – პსჟ-მ “სლოვანი” მაინც გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის პირველ ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „სლოვანი“ 6:1 დაამარცხა.
მატჩის დაწყების წინ ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა.
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისევ თავის აკვიატებულ ექსპერიმენტს მიმართა და მარკინიოსი, ნევეში, დუე და კვარაცხელია სათადარიგოთა შორის დატოვა. შეხვედრის დაწყებამდე ბრატისლაველთა თავკაცმა ტურემ განაცხადა, რომ მეტოქის არ ეშინოდათ, თუმცა სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.
გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე ნათელი შეიქნა, მასპინძლებმა მოწინააღმდეგე დაჯაბნეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ტორესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, დემბელემ დუბლი, ერთი გოლი კი ფაბიან რუისმა გაიტანა.
მომდევნო მატჩს პსჟ 13 სექტემბერს, ლიგა 1-ის მეოთხე ტურში, გასვლაზე „ბრესტთან“ გამართავს.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ – სლოვანი 6:1
გოლები: 1:0 დემბელე (17), 2:0 დემბელე (23), 3:0 ტორესი (31), 4:0 ტორესი (47), 5:0 ტორესი (57), 5:1 კამარა (58), 6:1 ფაბიან რუისი (87)