ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის პირველი ტურის პირველი სათამაშო დღის კიდევ სამი მატჩი გაიმართა.
„მანჩესტერ სიტიმ“ ერლინ ჰოლანის დუბლით სტუმრად „პორტუს“ 2:0 სძლია. „ბეტისმა“ გასვლაზე „ლილს“ თამაში შემოუტრიალა და 3:2 მოუგო. აღსანიშნავია, რომ 19 წლის ნახევარმცველის ეტან მბაპეს (კილიან მბაპეს ძმაა) გაძევების გამო ფრანგული გუნდი 56-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. „რეალმა“ კი საკუთარ მოედანზე „ინტერი“ 2:1 დაამარცხა. ერთი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა.
პორტუ. „დრაგაო“
პორტუ – მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 ჰოლანი (47), 0:2 ჰოლანი (90+1)
ლილი. „პიერ მოროუ“
ლილი – ბეტისი 2:3
გოლები: 1:0 უედა (12), 1:1 ბარტრა (33), 2:1 ალესანდრო (36), 2:2 ბარტრა (49), 2:3 პეროტი (53)
გაძევება: ე. მბაპე (56, ლილი)
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი – ინტერი 2:1
გოლები: 1:0 კ. მბაპე (14), 2:0 ვალვერდე (23), 2:1 კარლოს აუგუსტო (77)
