თანხის დაბანდება ოქროს ბიზნესში – თათლითობა ბათუმში, 11 დაზარალებული და ₾1.5 მილიონი

ბათუმში დაკავებულ ბრალდებულს ₾1.5 მილიონის მოტყუებით დაუფლებას ედავებიან.
8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა „დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით“ ერთი ადამიანი დააკავეს.გამოძიების ვერსიით, ის „მოქალაქეებს ატყუებდა, რომ ოქროს ნაკეთობების ბიზნესში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მათ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა“.საქმეში თერთმეტი დაზარალებულია.მათგან ბრალდებულმა 707 975 ლარი და 296 000 აშშ დოლარი მიიღო.ჯამში ეს 1 541 734 ლარის ეკვივალენტია.პროკურატურამ მას 8 სექტემბერსვე წარუდგინე ბრალდება.მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.