იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის სამხრეთზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმების შედეგად 73 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც.
კოალიციის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ თურქი ალ-მალიქის თქმით, ჰუსიტებმა სამეფოს ქალაქებში – აბჰა, ხამის-მუშაიტი, ჯაზანი და ნაჯრანი – მდებარე სამოქალაქო და ეკონომიკურ ობიექტებს შეუტიეს. გამოყენებული იარაღისა და დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად რამდენიმე ენერგოობიექტზე ხანძარი გაჩნდა და მათი საოპერაციო საქმიანობის ნაწილი დროებით შეჩერდა.
ალ-მალიქმა თავდასხმებს “სერიოზული ესკალაცია” და საუდის არაბეთის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა. მისი თქმით, კოალიცია ჰუსიტების შესაკავებლად “ყველა აუცილებელ ოპერაცზციულ ზომას” მიიღებს.
თავდასხმები იემენში ჰუსიტებსა და საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლების განახლების ფონზე მოხდა. დაპირისპირებით მხარეებს შორის 2022 წლიდან არსებული ფაქტობრივი ზავი დაირღვა.