სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში გაურკვეველი წარმომავლობის 8 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტანხორცი გამოავლინეს. მიკვლევადობით დადგინდა, რომ საქონელი დაკლულია ფიზიკური პირის რ. ო-ის კუთვნილ ეზოში (მცხეთის რაიონი, სოფ. ციხისძირი) არსებულ არალეგალურ სასაკლაოში, რომელიც ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფ/პ დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდებისა და ფორმა 2-ის გარეშე, მეწარმეებმა კი საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს