მედია: 7 სექტემბერს ტრამპი პუტინთან, შემდეგ კი ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიChip Somodevilla/Getty Imagesუკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, 7 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
“მოსალოდნელია, რომ ტრამპი პუტინს დაელაპარაკება, მერე კი ზელენსკის, მას შემდეგ, რაც ბოლო მოლაპარაკებების რაუნდის შესახებ მისი წარმომადგენლები ინფორმაციას მიაწვდიან.” – განაცხადა საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ.
აშშ-ს მაღალჩინოსანმა Kyiv Independent-ს აცნობა, რომ საუბრების გამართვა 7 სექტემბერს არის მოსალოდნელი.
ცნობისთვის, 5-6 სექტემბერს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ჯერ მოსკოვში პუტინს, შემდეგ კი კიევში ზელენსკის შეხვდნენ და მხარეებთან მოლაპარაკებები გამართეს.