ცხოველთა უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები თამაზ ელიზბარაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მოქალაქეები დღესაც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და იმ პოლიციელებისა და პროვოკატორების დასჯა მოითხოვეს, რომლებიც, მათი განცხადებით, ელიზბარაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში მონაწილეობდნენ.
თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის ბრალდებით არის დაკავებული. საქმეში მის წინააღმდეგ ჩვენებები ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მისცეს. აქციის მონაწილეები ბრალდებას არ ეთანხმებიან და ელიზბარაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
უპირობო ლიდერია ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი ამ საქმეში. როგორც ადრე პოეტმა გალაქტიონ ტაბიძემ თქვა, ჩემს მერე მეორე და მესამე არა, მეხუთე და მეექვსეო. თამაზ ელიზბარაშვილი ამ სფეროში პირველია! მე ჩემს ხელისუფლებას, ჩემს მართლმსაჯულებას, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე მოსული, ხელცარიელი, ალალი გულით, მე, როგორც ია ოღრაპიშვილი ჩემს ხელისუფლებას და მართლმსაჯულებას გთხოვთ, თუ გნებავთ დაგიჩოქებთ და ისე გთხოვთ, ბატონი ელიზბარაშვილი ისეთი კრიმინალი და ისეთი დამნაშავე არ არის, რომის დღეს დაპატიმრებული იყოს, – თქვა აქციის მონაწილემ სიტყვის გამოსვლისას.




