მზოვრეთის გზა, რომელიც დღეს ასე დაზიანებულია, რევაზ ჯანელიძის მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ინფრაკონმა“ დააგო

მზოვრეთის გზა, რომელიც დღეს ასე დაზიანებულია, რევაზ ჯანელიძის მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ინფრაკონმა“ დააგო.
📌 სამუშაოები 2023 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა. დაიხარჯა 2.3 მლნ ლარი.
📌 სამუშაოების პერიოდში რევაზ ჯანელიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, კომპანია „ინფრაკონი“ კი სოფიო ახვლედიანზე იყო გადაცემული.
📌 პირველი ბზარების გაჩენისას ,,ქართლის ამბებს” ქარელი მერიაში განუცხადეს, რომ კომპანია კონკრეტულ მონაკვეთზე ხარვეზებს გამოასწორებდა, თუმცა დღეს ამ ,,ხარვეზებმა” მზოვრეთის გზაზე მასშტაბური სახე მიიღო.