ეკა კუ­პა­ტა­ძე: გიგა ავა­ლი­ა­ნი, კლი­ნი­კა­ში გონ­ზე მო­ვი­და 2-3 წუ­თით და თქვა ერ­თა­დერ­თი წი­ნა­და­დე­ბა…

6 აგ­ვის­ტოს მოკ­ლუ­ლი 26 წლის მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­რიგ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი აღარ არის ქე­თე­ვან ვარ­და­ნაშ­ვი­ლი.

ის ასე­ვე ეხ­მი­ა­ნე­ბა ნია იმ­ნა­ძის და­კა­ვე­ბას.“სა­სიკ­ვდი­ლო დარ­ტყმით გა­თი­შუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი, კლი­ნი­კა­ში გონ­ზე მო­ვი­და 2-3 წუ­თით და თქვა ერ­თა­დერ­თი წი­ნა­და­დე­ბა: – დე­და­ჩემს და­უ­რე­კეთ!

გიგა ავა­ლი­ან­მა იცო­და, ვინ იყო მისი დედა და რა ძლი­ე­რი იყო მათი დე­დაშ­ვი­ლო­ბა!

ჰოდა, მე ისევ აქა ვარ!..

გი­გას გარ­დაც­ვა­ლე­ბის წა­მი­დან რა­ტომ შე­მო­ვე­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საბ­რძოლ­ვე­ლად, ვერ გა­ი­გო მკვლე­ლე­ბის ოჯა­ხებ­მა და შვი­ლე­ბის და­ჭე­რის შემ­დეგ რიგ­რი­გო­ბით გა­მარ­თეს სოც-ცირ­კა­ო­ბა. მაგ­რამ გა­ი­გო ხალ­ხმა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბაა და მათ­თვის ბრბო!

ჰოოო და, ჩვენ, ყვე­ლამ ერ­თად ვა­ღი­ა­რეთ სა­მარ­თლის და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა. ვა­ღი­ა­რეთ და შევ­ძე­ლით კი­დეც!

ეკა კუ­პა­ტა­ძე იცავს გიგა ავა­ლი­ა­ნის ღირ­სე­ბას!პრო­კუ­რა­ტუ­რა იცავს გიგა ავა­ლი­ა­ნის ღირ­სე­ბას და სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბას!სა­სა­მარ­თლომ უნდა და­იც­ვას სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა!სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხარს გვი­ჭერს სა­მარ­თალ­ში, გვაკ­ვირ­დე­ბა გა­მა­დი­დე­ბე­ლი ლუ­პით და გვი­მაგ­რებს ზურგს!გუ­შინ გა­ვი­და ნია იმ­ნა­ძის და­ჭე­რი­დან ერთი თვე. იმ “გულ­ჩვი­ლი” და “სა­მარ­თლი­ა­ნი” ხალ­ხის აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს ლ(ь)ეგი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი რომ ჰქონ­დათ:

ხომ არ გა­გირ­კვე­ვი­ათ, ახლა, როცა საქ­მის მა­სა­ლე­ბი გა­და­ე­ცათ, რა­ტომ აღარ ჩხა­ვის თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი “ნი­ა­კო” უდა­ნა­შა­უ­ლო­აო? ან სად გაქ­რა ის ცირ­კა­ჩი ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ლე­კიშ­ვი­ლი? ან თუნ­დაც წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი ბებო და ბიძა, ლე­კიშ­ვი­ლი-პა­ტი­ეშ­ვი­ლის და­წე­რი­ლი ტექ­სტი რომ გვი­პოს­ტა?

ნია იმ­ნა­ძეს კლი­ნი­კა­ში რომ ხელი სტკი­ო­და, ვი­თომ­და ბორ­კი­ლე­ბის და­დე­ბით, რო­გორ არის მო­ი­კი­თხეთ?

ნია იმ­ნა­ძის და­ი­კოს წინა კვი­რა­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრან­ჭვე­ბი და­წყე­ბია და ისიც მო­ი­კი­თხეთ. (ჰო, აი ის, ტე­ლე­ფო­ნით მშვი­დად რომ იღებ­და “ნი­ა­კოს” და­ჭე­რას, დე­დის ის­ტე­რი­კე­ბის და მა­მის მუ­ქა­რე­ბის ფონ­ზე, მე­ო­რე დღეს კი ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ იღე­რებ­და ყელს.)

მათ გა­სა­გო­ნად, ვინც ყვე­ლა ბრუნ­ვა­ში და დრო­ში ატ­რი­ა­ლა:

– პო­ლი­ცი­ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, სპე­ცო­პე­რა­ცი­ით და­ა­პა­ტიმ­რა არას­რულ­წლო­ვა­ნი ღა­მის 11 სა­ათ­ზეო,

გან­ვმარ­ტავ:

– პო­ლი­ცია მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით იმ­ნა­ძის და­სა­ჭე­რად მი­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სთ-ზე. არ გა­უ­ღეს კარი ად­ვო­კატ-ებ-ის გა­რე­შე; პო­ლი­ცია მოთ­მი­ნე­ბით ელო­და ად­ვო­კა­ტებს და­ახ­ლო­ე­ბით 6 სა­ა­თი!

(ად­ვო­კატ­მა ლა­ი­ვი ჩარ­თო 22 სთ-მდე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, ანუ ღა­მის 10 სა­ათ­ზე და არა 11 სა­ათ­ზე, რა­ღა­ცე­ბი მა­ინც და­ამ­თხვი­ეთ.)

აი, ვარ­დის­ფე­რი ბრჭყვი­ა­ლა ბორ­კი­ლე­ბი მარ­თლა არ ჰქონ­დათ და ბო­დი­ში “ნი­ა­კოს”.

ბაბლმა რომ ძა­ლი­ან არ ინერ­ვი­უ­ლოთ, ამა­საც გე­ტყვით ბა­რემ: ნია იმ­ნა­ძის და­ჭე­რი­სას, რო­გორც კი ლე­კიშ­ვილ­მა ლა­ი­ვი შე­წყვი­ტა, თა­მარ ნავ­რო­ზაშ­ვილ­მაც ჩხა­ვი­ლი შე­წყვი­ტა და წყნარ, მშვიდ გა­რე­მო­ში და­ა­პა­ტიმ­რეს “ნი­ა­კო”.

ის­ტე­რუ­ილ კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ და­ი­ჭი­რეს სახ­ლში და არ და­ი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ა­ში, გი­პა­სუ­ხებთ: მას შემ­დეგ რაც საქ­მე გა­და­ე­ცა მკვლე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს გე­ნე­რა­ლუ­რი და ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ, ნია იმ­ნა­ძე იმ­დენ­ჯერ და­ი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ა­ში, რომ სათ­ვა­ლა­ვი მეც კი ამე­რია, მაგ­რამ არც ერთხელ არ მი­სუ­ლა. (ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრან­ჭვე­ბი ემარ­თე­ბაო – ლე­კიშ­ვილ­მა.)

სა­სა­მარ­თლო­ზეც კი იძუ­ლე­ბის წე­სით მი­იყ­ვა­ნეს 7 მა­ისს და “გა­იყ­ვა­ნეთ ცუ­დად არ გახ­დეს!”-ო, ერ­თხმად აწი­ოკ­დნენ გი­ორ­გი ლე­კიშ­ვი­ლი და ნას­ყი­დაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი.

ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი აღარ არის ქე­თე­ვან ვარ­და­ნაშ­ვი­ლი. ახალ­მა ად­ვო­კატ­მა მო­ი­თხო­ვა ჩემ­თან შეხ­ვედ­რა. რა­საც კა­ნო­ნი არ უზღუ­დავს, მაგ­რამ ეკა კუ­პა­ტა­ძე შვი­ლის მკვლე­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს არ აწარ­მო­ებს. (რით ვე­ღარ გა­ი­გეს!)არა­და, გახ­სოვთ ალ­ბათ, ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი იყო ერ­თა­დერ­თი, ვი­საც მო­ვუ­წო­დე გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ვი­ნა­ი­დან მა­შინ მე­გო­ნა, რომ ის უბ­რა­ლოდ რი­კა­ძის ში­შით დუმ­და. ბე­რუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის­გან მი­ვი­ღე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი უკუ­კავ­ში­რი.

მე­რაბ მა­ლა­ნი­ას ჰგო­ნია მი­მა­ვი­წყდა და აბ­რი­ა­ლებს თვა­ლებს:

– ჩემი ვაჟ­კა­ცი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობ­სო.

არა­და, მე­რაბ მა­ლა­ნი­ას ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა, რომ მისი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვე იყოს, თა­ნაც ამ მუხ­ლით. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის და ნია იმ­ნა­ძის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და უფრო დიდი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის და­სა­ჭე­რია მე­რაბ მა­ლა­ნია, მისი მე­უღ­ლე ვე­რი­კო ქარ­ჩა­ვა და სხვა­ნი.

მე­რაბ მა­ლა­ნი­ავ, ალ­ბათ არ და­გი­რე­კეს, შენ აგო­ნი­ა­ში ხარ და ვერ მიხ­ვდე­ბო­დი, ჰოდა მე გე­ტყვი: – კვალ­ში გიდ­გა­ვარ(თ)!

და კი­დევ, მე­რაბ მა­ლა­ნი­ამ რომ მხრე­ბი აი­ჩე­ჩა, რის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ბობს პრო­კუ­რო­რი, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ამ იცო­და გიგა ავა­ლი­ა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტიო, მე გე­ტყვით:

გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ამ იცო­და, რომ გიგა ცხოვ­რობ­და თემ­ქა­ზე და სახ­ლში მი­დი­ო­და ფე­ხით!გიგა მოკ­ლეს იმ სკო­ლის წინ, რო­მე­ლიც და­ამ­თავ­რა მე­რაბ მა­ლა­ნი­ამ და მა­მა­მი­სი, რო­ლანდ მა­ლა­ნია იყო ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი!ის უბა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას­თვის მშობ­ლი­უ­რი უბა­ნია!და ბო­ლოს ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო,

კი­თხვა I: – ყვე­ლა და­ი­ჭი­რეს?

ჩემი პა­სუ­ხი: – არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი კი!

კი­თხვა II: – გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა?

ჩემი პა­სუ­ხი: – კი!

კი­თხვა III: – რა­ღას იძი­ე­ბენ?

ჩემი პა­სუ­ხი: – ოო­ო­ო­ოო!

P.S. არ ვჩან­დი იმი­ტომ, რომ ჯერ ცუ­დად ვი­ყა­ვი, მერე რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ამი­ტომ ვერ ვნა­ხე მე­სი­ჯე­ბიც; ერთი კვი­რაა და­ვი­წყე გახ­სნა და ამ კვი­რა­ში ალ­ბათ ყვე­ლას გი­პა­სუ­ხებთ. ათა­სო­ბით სმს შე­მო­ვი­და თითო გვერ­დზე.

სამ­ყა­როს­ხე­ლა მად­ლო­ბა ყვე­ლას!

P.S.S. ლ(ь)ეგი­ტი­მურ­მა კი­თხვებ­მა თუ შე­გა­წუ­ხოთ, მო­მა­კი­თხეთ, იმა­ზე მეტი რამე ვიცი, ვიდ­რე წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ,“ – წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.