პარლამენტის წევრები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ

დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები ჩავიდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დეპუტატები არსებულ ვითარებას, სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
„მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწვა. საგანგებო რეჟიმში გრძელდება მუშაობა – ადგილზე მძიმე ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ