უკრაინული მედია – რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს – დაიღუპა 4 ადამიანი

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა იერიში ქალაქ კამიანსკეში საწარმოზე მიიტანეს, რის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ განჟას ცნობით, 5 სექტემბერი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე, რუსების იერიშის შედეგად კიევის ოლქის ქალაქ ბორისპოლში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – მარკ რუტეს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მხრიდან დარტყმების, ჩვენი თავდაცვის საჭიროებების და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მზადების შესახებ