უკრაინული მედია – უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანების თანახმად, ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5 სექტემბრის 00:00 საათიდან 8 სექტემბრის 23:59 საათამდე უნდა დაიცვან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვსა და კიევს ეწვევიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის დროს უკრაინა რუსეთში საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებს.

ასევე, The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინასა და რუსეთს უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის დროს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – მარკ რუტეს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მხრიდან დარტყმების, ჩვენი თავდაცვის საჭიროებების და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მზადების შესახებ