მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო – ბიძინა ივანიშვილი

მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და თბილისის საპატიო მოქალაქის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.“- ნათქვამია წერილში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს.
“ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში. სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად კულტურის სფეროს ამ დანაკარგის გამო.”- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
Previous: სალომე ზურაბიშვილმა გადალახა ყველა წითელი ხაზი, მათ შორის, იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც გახადა ქვეყნის პრეზიდენტად, ალბათ შეცდომით, მაგრამ კეთილშობილური განზრახვებით

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ