“იმედის“ ინფორმაციით, ღარიბაშვილს ხანგრძლივი პაემნის უფლება წელიწადში ორჯერ აქვს, რაც უკვე გამოიყენა

ირაკლი ღარიბაშვილს ხანგრძლივი პაემანის უფლება წელიწადში ორჯერ აქვს, რაც უკვე გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას “იმედი“, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, “პაემანი ჩანიშნული არც ყოფილა და არც გაუქმებულა“.

„ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა“, – აცხადებენ სამსახურში.

დღეს ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს წინა კვირაში შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ, ეს პატრიმობაში მყოფ ექსპრემიერზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით მოხდა.