ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,აქ ამბავი ატყდება!
დღეს სამწუხაროდ სახეზეა ფსიქიური აშლილობების კასკადი.
არა, არც ადრე იყო ამის დეფიციტი, მაგრამ სოც.ქსელებმა თავისი საქმე გააკეთა.
რატომ?
იმიტომ რომ გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგშია იმუნიტეტ დაქვეითებული, იდენტობა შერყეული,
ფსიქიურად გაიწონასწორებელი ბიო მასის კვება, რადგან მათი მართვაც ადვილია და უტილიზაციაც.
აბა რა უბედურებაა ამდენი “მეს” ძიება, ამდენი “ქოუჩი”, ამდენი ფსიქოლოგი, ამდენი “სულის მკურნალი”, რომლებსაც თავადაც არ აწყენდათ წკეპლა და მთის ჰაერი.
ადე რა ვირო, შეეთრიე ეკლესიაში , დაანთე სანთელი და ეგებ დაგილაგდეს ეგ შენი გამოქლიავებული აზრები.
მსოფლმხედველობა არა პაპაჩემის ყურებიანი ქუდი კიდე!
უპს! ეს ჩემი ვაჩნაძისეული კახური გენის ამოძახილი იყო, ან უფრო სწორად
ამონაყ-ვირი.
ახლა ვაგრძელებ კულტურულად.
ხოდა, ულტრა გლობალისტები ახლა კი არ დაბადებულან, იმთავითვე ეჭირათ სადავეები ხელში. ერთადერთი ვინც მათ აღუდგა სტალინი იყო, რომელმაც მკაცრი, რკინის ფარდა ჩამოაფარა საბჭოეთს და რაღაც პერიოდი შეინახა გენი გარყვნისა და განადგურებისგან.
აბა სად იყვნენ ჰორმონარეული ბავშვები?
სად იყო ამდენი გენეტიკური ავადობა, ამდენი ცრუ პანდემია.
ერთი ქოროველა იყო ომის დროს და ისიც ძირშივე მოსპეს.
ახლა დავუბრუნდეთ ამა ქვეყნის ამაოებას.
სოც.ქსელი ფსიქოლოგიურად არყევს მერყევ ელემენტებს.
ეგ არახალია.
შე ოჯახაშენებულო, თუ ხვდები, რომ ნერვები ვერ გიძლებს დააჭირე თითუნა “გამოსვლას” და დაუბრუნდი რეალურ ყოფას.
რეალური ყოფა – საკვანძო სიტყვაა, რადგან სოც.ქსელები შექმნილია პარალელური რეალობისთვის, ღირებული იდეის სხვა ნაკლებად ღირებულ “ლეველზე” გადატანისთვის და ე.წ. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, რომელსაც ისე “აფორმირებენ”, როგორც “ზევით” აწყობთ.
ბლა-ბლა-ბლა….
სასარგებლო იდიოტები თითქმის ყოველთვის ასრულებენ დაკვეთას იდეალურად, რადგან გონიათ, რომ დასაჰეიტერებელი და საბულინგო ობიექტი – ეს მათი მიგნებაა.
რეალურად კი დავალებას ასრულებენ:
“გაანადგურე წარმატებული და მოაზროვნე ინდივიდი”!!!
ვინ იყვნენ ჰეიტერების წინამორბედნი?
“ანონიმშიკები” და “დანოსჩიკები”.
თავად ვერაფერს ქმნიდნენ და წარმატებულ ადამიანებზე “დანოსებს” წერდნენ:
“ძვირფასო რედაქცია….”
მათი უსტარით ასიათასობით ადამიანი დაიხვრიტა და გადასახლებას დაექვემდებარა, ათიათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა და ათასობით ადამიანმა სუიციდით დაასრულა.
ახლაც მეტყვით რას გვიშვება სოც.ქსელი?
ახლა გაცილებით მარტივია ცხოვრება.
მთავარია იცოდე ოქროს წესი:
იგნორი, იგნორი და კიდევ ერთხელ იგნორი.
თანაც ბულინგი გმატებთ რეიტინგს, გაძლევთ მონეტიზაციის ჩართვის საშუალებას- დაოკდით და გამდიდრდით!
ახლა განვიხილოთ რა ფოკუს ჯგუფს იყენებენ ბინძური “ჰეიტისთვის”?
შორს რომ არ წავიდეთ საკუთარი მაგალითით ვიხელმძღვანელებ:
1. სოც.დაუცველები, რომლებსაც გადაუხადეს 100 ლარი.
2.ემიგრანტები, რომლებიც დაარწმუნეს, რომ მათი მძიმე ყოფა აი ამ კონკრეტული წარმატებული ადამიანის ბრალია. რომ არა ის, თქვენ თქვენს ოჯახებთან იქნებოდით, მსუყე ხელფასებით.
-იდიოტიზმია?
კიბატონო,
მაგრამ მუშაობს გათანგულ, გადაღლილი ადამიანების ფსიქიკაზე.
3. უბრალოდ მოშურნეები,სკოლელები, თანამშრომლები და ა.შ
ნუ ვერ შედგნენ და დაიბოღმნენ.ესეც ბანალურია
და-დააამ!
ახლა ჩემი ყველაზე საყვარელი პუნქტი.
4. ის ადამიანები, რომლებიც შენ ჭაობიდან ამოიყვანე, ჩააცვი, დაახურე, გამოკვებე და ა.შ. მათ კლავთ ის ფაქტი, რომ მათი წარსული გახსოვს.
ყველაზე ძალიან მართობს ერთი პუნტურა “მამაკაცის” ჩემს მიმართ აგრესია
90-იანების ბოლოდან ვიცნობ.ერთად ვმუშაობდით ტელევიზიაში. მისი არატრადიციული ორიენტაციის გამო, სულ ნაცემი და მშიერი დადიოდა.
მიმყავდა სახლში, ვუვლიდი, ვეუბმებოდი, რომ მოვა დრო, როდესაც არავის გაუკვირდება ეს შენი არჩევანი.
ის ზლუქუნებდა, ხელებს მიკოცნიდა, რომ მესმის მისი.
ხან მეწყვილეს ეჩხუბებოდა და “აშარაშკას” ეძახდა, ხან ჩემს კაბებს იზომავდა, ნუ მართალია, მხოლოდ ორი თითუნა თუ ეტეოდა, მოკლედ მისი “მფარველი ანგელოზი” ვიყავი. ( ისედაც ყველამ იცის ჩემი ტოლერანტული დამოკიდებულება ყველანაირი სექსუალური, კონფესიური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რის გამოც ულტრა კონსერვატორების წყრომას ვიმსახურებ. რა ვქნა მიყვარს ჩაიკოვსკი, მაცვია “დოლჩე-გაბანა” და მომკალით ჩემთვის ყველა ღმერთის შვილია)
მოკლედ მივუბრუნდეთ ჩვენს “პუნტურას”
გამოხდა ხანი, მეწყვილე დააწინაურეს და ერთ-ერთ არხზე წამყვანად დასვეს, ეს ჩემი ბენეფიციარი კი გარეგნობის გამო დარჩა აფსაითში.
გაცეცხლებულ გულზე, შეთხზა ისტორია, როგორ ავიწროებენ ორიენტაციის გამო და გაეშურა ემიგრაციაში.
ხოდა გაშალა ფრთები(და არა მარტო ფრთები)
ყველასი შურს.
ყოფილი მეწყვილის, რომელიც წარმატებული ტელე-ვარსკვლავია, ყველა ქალის, რადგან გონია, რომ ისინიც ართმევენ მის წილ მამაკაცებს, არადა ჩემი კეთილი რჩევაა გახდეს, კუნთები დაიყენოს, საპოხი გადაისვას, აბრდღვიალდეს და აუცილებლად იპოვის სიყვარულს
მოკლედ ასე და ამგვარად,
რომ არ გვხრეტენ, ვიღაც უდღეურის “დანოსზე” უკვე კაია!”




