„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზაზა ბიბილაშვილი:
მეუფე იაკობი – “ერთი მხრიდან ისმის „რუსები“, მეორე მხარე იძახის „აგენტები“… ამით შევრიგდებით?!”
მანდ ერთი პატარა ნიუანსია, მეუფევ! – რუსები რეალურად დაპატრონებიან ქვეყანას, “აგენტები” კი მათივე მოგონილი იარლიყია რუსობის გასანეიტრალებლად…
ვიცი, რომ ამისი ახსნა საჭირო არაა, მაგრამ გამეორება ცოდნის დედააო და, ამიტომ, ვიტყვი – ის, ვინც ეკლესიებს გვიბილწავს/გვართმევს და ის, ვინც ეკლესიების აღდგენაში გვეხმარება, ერთი და იგივე არაა. პირველი მტერი, ათასობით ქართველის მკვლელი და ოკუპანტია, მეორე – შესაძლოა მერკანტილური, მაგრამ მოყვარე.
ხოდა, შევრიგდეთ, ბაზარი არაა. მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ მტერს მტერი არ დავარქვათ. და მხოლოდ მასთან, ვისაც ქვეყანა არ უძარცვია და გაუყიდია.




