რუსების მიერ ბუჩას რაიონზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, ბუჩას რაიონში რუსული ძალების იერიშის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა.
ტკაჩენკოს თქმით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, 28 აგვისტოს საღამოს, რუსულმა ძალებმა ბუჩას რაიონს დაარტყეს. თავდასხმამ საწყობებში აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია.


