თაკო ჩარკვიანი: ნებისმიერ შემთხვევაში მოკლულია ეს გმირი ვაჟკაცი… და პატივი უნდა მიაგოს ქართულმა სახელმწიფომ!!!

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი:
დაურ ბუავასთან დაკავშირებით ვიტყვი: დაიწყო ახლა ამ მაგარი ვაჟკაცი ბიჭის-გარდაცვლილის გარშემო, ბინძური “ტრალი-ვალი” წამალი-ნარკოტიკი გაიკეთა და ა.შ…… შევახსენებ ზოგიერთს, რომ ისტორიის მანძილზე მუდამ ასე იყო, ასეთ პოლიტიკურ ფიგურებს -პიროვნებებს, რომლებიც უდიდეს საქმეს აკეთებენ, მტერი – მიწინააღმდეგე მხარე მუდამ, ან ჯაშუშ ქალს შეუგდებდა, ან ნარკოტიკს შეურევდნენ, ან მოწამლავდნენ და გული გაუჩერდებოდა …… ჰოდა, ახლა ისე ახსენებენ საქმეში ამ სიტყვა ნარკოტიკს თითქოს ეს ცვლის იმას, რომ ეს ვაჟკაცი გმირია და მოკლულია. ყველა ვუყურებდით და ახლაც დევს მისი ვიდეო-ლაივები, სრულიად ფხიზელი, ჯანმრთელი მოაზროვნე ვაჟკაცი, რომელმაც უდიდესი მისია იკისრა სიცოცხლეში.
ასე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოკლულია ეს გმირი ვაჟკაცი……
და პატივი უნდა მიაგოს ქართულმა სახელმწიფომ!!!

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს