რუსული მედია – ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა მოსკოვის ოლქში, ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში შედგა.

მედიის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის ვაჭრობა წარმატებით ვითარდება.

„ჩვენი თანამშრომლობის მთავარი მიმართულება, სავაჭრო-ეკონომიკური სფერო, წარმატებით ვითარდება“, – განუცხადა პუტინმა ლუკაშენკოს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს