ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი პასუხს მიიღებს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს

რუსეთი პასუხს მიიღებს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩას რაიონში რუსების თავდასხმასთან დაკავშირებით მიმართვაში აცხადებს.

„გუშინ საღამოს შემდეგ და დღევანდელი დღის განმავლობაში ცნობებს ვიღებ ბუჩას რაიონის სოფელ მილაში არსებული ვითარების შესახებ, სადაც დეტონაცია რუსეთის დარტყმის შემდეგ დაიწყო. ეს საშინელი სიტუაცია და დაუდევრობაა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ასაფეთქებლები ხალხის გვერდით შეინახა. პირველი დარტყმა საბრძოლო მასალის საწყობზე განხორციელდა, რომელიც იქ არ უნდა ყოფილიყო. ჭურვების, ნაღმების, საბრძოლო მასალისა და დრონების დეტონაცია მოხდა“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, საწყობებში აფეთქების მასშტაბი დიდია.

„ჩვენ უკვე ვესაუბრეთ გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და მთავარსარდალს. მათ ყველაფერი აქვთ, რაც გამოძიებისთვის არის საჭირო“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს