სავარაუდო ჯგუფური ანგარიშსწორება ბანკში – “პირველებმა” ვიდეო-მტკიცებულება მოიპოვა (ვიდეო)

“პირველებმა” მოიპოვა მასალა, რომელიც “კრედო” ბანკში განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ანგარიშწორების შემდეგ ბათუმშია გადაღებული.

ვიდეოში დაზარალებული კაცი ცემის მოტივით ინტერესდება – “გასალახი იყავი და გაგლახეთ” – პასუხოებენ მას სავარაუდო ანგარიშსწორებაში მონაწილები პირები.

მასალა ახლა საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა – ის დაზარალებულმა კაცმა გამოძიებას უკვე გადასცა და საქმეშიც ჩაიდო.

მოქალაქე სავარაუდო მოძალადეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ასევე აპირებს, რომ სამოქალაქო სარჩელი შეიტანოს ბანკის წინააღმდეგ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ჩემი კლიენტისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მას დაავიწყდა გადახდა და მომდევნო დრეს დაუკავშირდა ბანკს, ბოდიში მოუხადა და უთხრა, დამავიწყდა წინა დღეს გადახდა და გთხოვთ მითხრა საურავთან ერთად დღეის მდგომარეობით რამდენი იქნებაო. თანხა რომელიც მას ბანკმა განუცხადა, დამატებით ჩარიცხა, მიუხედავად ამისა ბანკი ისევ უკავშირდება ერთი დღის შემდეგ და ეუბნება, რომ თქვენ კიდევ დავალიანება გაქვთო, ვინაიდან თქვენი ჩარიცხვის დღეს ვერ მოხერხდა თანხის ჩამოჭრა და კიდევ დამატებით სთხოვა, თან როგორც ის განმარტავს, ძალიან უხეშად ესაუბრებოდა ბანკის თანამშრომელი. ამის გასარკვევად მივიდა შემდეგ მენეჯერთან და ეს ინციდენტი მოხდა მენეჯერის სამუშაო ოთახში და იძალადეს მასზე ჯგუფურად.

გამოძიებას უკვე მიაწოდა ჩვენება. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოზიცაა, რომ დაისაჯონ უმკაცრესად, რაც შეეხება მორალუ ზიანს, სამოქალაქო კუთხით ვგეგმავთ სარჩელის შეტანას ბანკის წინააღმდეგ”. – ამბობს ადვოკატი. 

მომხდარზე განცხადება გაავრცელა “კრედო ბანკმაც:

კრედო ბანკისთვის ცნობილია 2026 წლის 26 აგვისტოს ფილიალში, თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის, მომხდარი ინციდენტის შესახებ. საკითხს სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის დეტალური გადამოწმება. ინფორმირებულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიც.

ვინაიდან მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, შეფასებების გაკეთება ნაადრევია. ბანკის მთავარი პრიორიტეტი როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვაა.

ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ, ბანკი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოქმედი პროცედურებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში “კრედო” ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს – კაცის მტკიცებით, მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა.

ბანკის მომხმარებლის მონაყოლის თანახმად, ანგარიშსწორება მენეჯერის კაბინეტში დაიწყო და შემდეგ ფოიეში გაგრძელდა.

როგორც კაცი “პირველებს” უყვება, თავდაპირველად მას სესხის თაობაზე კრედიტოფიცერმა დაურეკა, რის შემდეგაც ბანკში ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა, თუმცა იქ “საქმეები ქუჩურად ურჩიეს”

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე – მუქარები იყო, სიტყვიერიც და ფიზიკურიც, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, გარდაცვალება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს – დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩატარდება