სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება ბაღდათში.
მუნიციპალიტეტის ცენტრსა და სოფლებში მეორე დღეა მძიმე ტექნიკა მუშაობს. გაიწმინდა გზები, ეზოები და ხიდები.
მერიის ინფორმაციით, სრულად აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, ბუნებრივი აირის გარეშე კი ამ დრომდე დარჩენილია 500-მდე აბონენტი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საავტომობილო გზები, სოფლებში მიწის მასები და ქვა-ღორღი ჩამოიშალა.
მიმდინარეობს ზარალის აღწერა.




