უკრაინამ აშშ-სგან რუსეთში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს ამერიკული მხარისგან ინფორმაცია მივიღეთ ამ დღეებში მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე. იქ რიგი შეხვედრები გაიმართა. გუშინ ვისაუბრეთ და ახლაც ვილაპარაკეთ ამერიკულ მხარესთან. მადლობას ვუხდი ინფორმაციისთვის და რუსეთთან საუბრის საჭირო ტონალობისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს ნაბიჯების შეთანხმებას; ამერიკა მხარს უჭერს საკმაოდ რეალისტურ ხედვას თუ რა არის გასაკეთებელი და რისი გაკეთებაა საჭირო.




