კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს ერთპალატიან არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს ულოცავს ქვეყანაში ჩატარებულ პირველ ერთპალატიან არჩევნებში გამარჯვებას.
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ „დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობასა და წინსვლას და ასევე მისი ხალხის კეთილდღეობას“.
23 აგვისტოს ყაზახეთში პირველად აირჩიეს ერთპალატიანი პარლამენტი. მანამდე ყაზახეთის პარლამენტი ორპალატიანი იყო და მეჯლისისა და სენატისგან შედგებოდა;შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა 2026 წლის პირველი ივლისიდან;წინასწარი შედეგებით, მანდატების უმრავლესობა მიიღო პარტიამ „ადილეტი“, რომელიც თავს უწოდებს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის პოლიტიკური კურსის საყრდენს;წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პარტიამ ხმების 71%-ზე მეტი მიიღო. 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ: „აუილი“(6,26%), „აკ ჟოლი“(5,21%), სოციალ-დემოკრტიული პარტია(5,11%) და Respublica (5,56%).

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: დასხდნენ, დათვალეს სად უჭირდათ, დათვალეს რომელ უნივერსიტეტში რამდენი პროფესორი იყო მათ წინააღმდეგ განწყობილი, დათვალეს ახალგაზრდებში საკუთარი პოპულარობა, გაზომეს სტუდენტების დამოუკიდებლობის ხარისხი…