CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ჩავიდა

25 აგვისტოს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ჩავიდა, იტყობინება CBS-ი.
რუსეთის დედაქალაქში მისი ჩასვლის შესახებ ცნობა გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის აეროპორტში დაეშვა აშშ-ის საჰაერო ძალების “ბოინგი C-17A Globemaster III”-ი ამერიკის დიპლომატიურ კორტეჟთან ერთად. აშშ-ის მაღალჩინოსნის ვინაობისა და ვიზიტის მიზნების შესახებ არც აშშ-ის და არც რუსეთის მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით კომენტარი არ გავრცელებულა.CBS-ის თანახმად, ეს არის CIA-ს დირექტორის რანგში რეტკლიფის პირველი გახმაურებული ვიზიტი რუსეთში.დაზვერვის ცენტრალური სააგენტო მონაწილეობდა აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების ბოლოდროინდელ გაცვლებში, მათ შორის 2025 წლის აპრილში აშშ-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქსენია კარელინას გაცვლაში, რომელზე მოლაპარაკებებშიც რეტკლიფი პირადად წარმართავდა. უწყება ჩართული იყო 2024 წლის გაცვლაშიც, რომლის შედეგადაც რუსეთმა აშშ-ს გადასცა “უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი და საზღვაო ძალების ვეტერანი პოლ ველანი.2021 წელს მოსკოვში ჩავიდა CIA-ს მაშინდელი დირექტორი უილიან ბერნსი. ის შეხვდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირადად ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს, რომ ის უკრაინაში შეჭრის განზრახვის გამო გაეფრთხილებინა.რუსეთის სახელმწიფო სააგენტო “ტასი” რეტკლიფის ვიზიტის შესახებ CBS-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა „აქსიოსი“ წერს, რომ რეტკლიფმა აშშ კვირას დატოვა და აშშ-ის სამთავრობო თვითმფრინავით ლატვიის დედაქალაქში ჩავიდა. რიგიდან ის მოსკოვში აშშ-ის საჰაერო ძალების ბორტ “C-17“-ით გაემგზავრა.დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ კომენტარის არაერთ თხოვნაზე უარი განაცხადა.“ფაინენშელ ტაიმსის” კორესპონდენტი უკრაინაში ქრისტოფერ მილერი, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, X-ზე წერს, რომ “გასულ კვირაში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა კიევს სთხოვეს თავისი შორი მანძილის რაკეტებითა და დრონებით არ განეხორციელებინა მოსკოვზე, სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის ჩრდილოეთის რეგიონებზე დარტყმები ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს, როცა აშშ რუსეთის დედაქალაქში გზავნიდა თვითმფრინავს, რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსნები იქნებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ უკრაინა დათანხმდა. დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი “C-17” მოსკოვში დაეშვა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: დასხდნენ, დათვალეს სად უჭირდათ, დათვალეს რომელ უნივერსიტეტში რამდენი პროფესორი იყო მათ წინააღმდეგ განწყობილი, დათვალეს ახალგაზრდებში საკუთარი პოპულარობა, გაზომეს სტუდენტების დამოუკიდებლობის ხარისხი…