ჩვენი უახლესი და ძალიან მაგარი კვლევა აღმოსავლეთ ანტარქტიდიდან რომელიც ჩავატარეთ ლუმინესცენციური დათარიღებით წარსული ოკეანის დონეების აღსადგენად. ნაშრომი ეფუძნება ჩემი პირველი ანტარტიკული ექპედიციის დროს მოპოვებულ საველე მასალებს და წარმოადგენს ჩემს თანაავტორობით მომზადებულ პირველ სამეცნიერო პუბლიკაციას უშუალოდ კონტინენტური ანტარქტიდიდან


სურათზე გიჩვენებთ მსოფლიო ოკეანეების დინებების რუკას, რომლის ცენტრშიც ანტარქტიდაა. მინდა, ამ კონტინენტს ყველამ განსხვავებული თვალით შეხედოთ, არა მხოლოდ როგორც დედამიწის უკიდურეს სამხრეთში მდებარე, იზოლირებულ კონტინენტს, არამედ როგორც გლობალური ოკეანური სისტემის ცენტრალურ და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ანტარქტიდის გარშემო არსებული სამხრეთის ოკეანე აკავშირებს ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების აუზებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ოკეანურ ცირკულაციაში. სწორედ აქ ხდება ღრმა და ზედაპირული წყლის მასების ინტენსიური ურთიერთქმედება, რაც გავლენას ახდენს ოკეანური სითბოს, ნახშირორჟანგისა და სხვა ნივთიერებების გლობალურ გადანაწილებაზე.