23 წლის სტიქაროსანის, თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა – დედას, რომელიც ამბობს, რომ შვილი პოლიციელებმა მოუკლეს, სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა.
დასკვნაში წერია, რომ გვამის ლპობიდან გამომდინარე თემო ხადურის სიკვდილის მიზეზის და თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა ამავე დასკვნაში წერია, რომ ახალგაზრდა კაცს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებსა ქუთუთოებში, რომელიც სიკვდილამდე ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული.
ეს გარემოება ოჯახს კიდევ უფრო უმყარებს ეჭვებს, რომ მკვლელობის ჩაფარცხვას აქვს ადგილი. საუბარია 2024 წელს მომხდარ ფაქტზე, როცა თბილისიდან ქუთაისისკენ მიმავალ თემო ხადურს პოლიცია აედევნა, ამის შემდეგ ახალგაზრის კვალი იკარგება. სამ დღეში გარდაცვლილი სტიქაროსნის ცხედარი მდინარე წაჩხურაში მწყემსმა ოპოვა.
გარდაცვლილი სტიქაროსანის დედა, ნინო გვიშიანი ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელების დასასჯელად ბოლომდე იბრძოლებს.




