ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს, – ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარის სისტემების შეძენას მოხმარდება.

კომისიის ცნობით, შეიარაღების შესყიდვების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებისგან განხორციელდება.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ევროპა აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. დღეს, 6.1 მილიარდი ევრო დავამტკიცეთ. მაშინ, როდესაც რუსეთი თავის შეტევებს აძლიერებს, ჩვენ ძალისხმევას ვაძლიერებთ, რათა უკრაინას ხალხისა და საჰაერო სივრცის დაცვაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.