„ღამის სერენადების“ კონცერტმა ბათუმში უწყვეტი აპლოდისმენტებით მიმდინარეობდა

კითხვის დრო: 5 წთ.ბათუმის დრამატულ თეატრში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ კონცერტი მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა. წლევანდელი ფესტივალი, რომელიც ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება, საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მერიების მხარდაჭერით იმართება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს იტალიელმა დირიჟორმა ბეატრიჩე ვენეციმ, რომელიც ფესტივალის საბაზო ორკესტრს ,,საქართველოს ვირტუოზები” დირიჟორობდა. მაყურებლის წინაშე იაპონელ-იტალიელი მევიოლინე იუკი სერინო წარსდგა. საღამოზე ქართველმა და უცხოელმა ვირტუოზებმა შეასრულეს პეტრე ჩაიკოვსკის – სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის დო მაჟორი, თხზ. 48; კამილ სენ-სანსის – ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო ლა მინორი, თხზ.28 ; ფელიქს მენდელსონის – სავიოლინო კონცერტი რე მინორი.გიორგი ისაკაძე – ფესტივალის „ღამის სერენადები“ სამხატვრო ხელმძღვანელი:“როგორც მოსალოდნელი იყო, ფანტასტიურად ჩაიარა კონცერტმა. დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს დირიჟორმა ბეატრიჩე ვენეციმ, მევიოლინემ იუკი სერინომ, ფესტივალის საბაზო ორკესტრმა ,,საქართველოს ვირტუოზები”, პირველმა ვიოლინომ ლელა მჭედლიძემ და არაჩვეულებრივად შეასრულეს პეტრე ჩაიკოვსკის, კამილ სენ-სანსისა და ფელიქს მენდელსონის ნაწარმოებები. 23 და 25 აგვისტოს კვლავ ველოდებით კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ბათუმის თეატრში. 23 აგვისტოს მაყურებელი იხილავს პროექტს „მარია ბუენოს-აირესიდან – გადატვირთვა“, რომელშიც მონაწილეობენ მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს გაბეტა, ბანდონეონის ვირტუოზი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, სოპრანო მარიკა მაჩიტიძე და „საქართველოს ვირტუოზები“. პროექტი ბაროკოსა და ტანგოს გამორჩეულ მუსიკალურ სინთეზს წარმოადგენს. 25 აგვისტოს კი გაიმართება პროექტი „Tango-Operazione“, რომელშიც მონაწილეობენ გლორია კამპანერი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, მარიკა მაჩიტიძე და ნიკოლოზ ვადაჭკორია. პროგრამა მთლიანად ასტორ პიაცოლასა და კარლოს გარდელის შემოქმედებას ეძღვნება და ტანგოსა და საოპერო მუსიკის შთამბეჭდავ შერწყმას წარმოადგენს.ნინა ცაგარელი – ფესტივალის “ღამის სერენადები” დირექტორი:“საოცარი საღამო გვაჩუქეს ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა. მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებით საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიებს, იტალიის საელჩოს საქართველოში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლას – „ნიჭიერთა ათწლედს“ ფესტივალის მხარდაჭერისთვის და პარტნიორობისთვის.”ისტორიის ფურცლები:ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი:“პირველად ვიმყოფები ქალაქ ბათუმში, ულამაზესია საქართველო. მადლობას ვუხდი ფესტივალს მოპატიჟებისათვის, ჩემთვის დიდი პატივია ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მიღება.”ფესტივალის „ღამის სერენადები“ დამფუძნებელია ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე.სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი ისაკაძე;ორგანიზატორი: კომპანია „არტ ალიანსი“;ფესტივალის დირექტორი: ნინა ცაგარელიფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო; სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო; თბილისის მერია; ბათუმის მერია; ბორჯომის მერია; იტალიის საელჩო საქართველოში; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა – „ნიჭიერთა ათწლედი“.მასპინძელი სასტუმროები: „ბორჯომი ლიკანი“ და „Hilton Garden Inn Tbilisi“.პარტნიორი კომპანიები: პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, კომპანია „სარაჯიშვილი“, ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“, “გუდვილი” – პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში და ავეჯის სახლი „ნიტა“.საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „იმედი“, ტელეკომპანია „პოს ტვ“, „Euronews Georgia“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, პალიტრა ნიუსი , საინფორმაციო სააგენტო„პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი ,,Georgia Today’’, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი ,, The Messenger’’, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, „აჭარა თაიმსი“, რადიო ჰოლდინგი„ფორტუნა“ და ვებ-პლატფორმა Fortuna.ge.Artinfo.ge