რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს – მედია

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს. ამის შესახებ გამოცემა Apsnypress-ი წერს.

მედიის ცნობით, აფხაზეთში 960 ტონა AI-92 მარკის ბენზინი ადგილობრივმა კომპანია „აფსნი ოილმა“ შეიტანა, რომელმაც საწვავი „როსნეფტთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში შეიძინა.

მიღებული საწვავიდან 303 ტონა კომპანიებს „აზიდის“, „ალხანისა“ და „სალამანდრას“ გადაეცემათ გასაყიდად მათ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებზე. Apsnypress-ის ცნობით, ამავე კომპანიებს კვირის ბოლომდე დამატებით 380 ტონა დიზელის საწვავიც გადაეცემათ.

ცნობისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საწვავით ფაქტობრივად სრულად რუსეთიდან მარაგდება, უკვე არაერთი კვირაა დეფიციტია. ავტოგასამართი სადგურების წინ რიგებია, ხშირად საწვავი მხოლოდ ლიმიტირებული მოცულობით გაიცემა, 12 აგვისტოს კი ცნობილია გახდა ის, რომ რეგიონში პირველად მოხდა საწვავის შეტანა საქართველოდან.

18 აგვისტოს მდგომარეობით, ოკუპირებულ რეგიონში 680 ტონა საწვავი არის მიწოდებული. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. აღნიშნული მისმა მფლობელმა გიორგი არველაძემაც დაადასტურა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში“.

რატომ უკრძალავს ქართული მხარე რიგით ქართველებს ენგურის ხიდით 20 ლიტრზე მეტი საწვავის გადატანას?|განმარტება

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ლევან სანიკიძე ირაკლი ღარიბაშვილს – კაცი, რომელიც იჩემებდი, საქართველოს მოვუტანე მშვიდობაო, საკუთარი ოჯახისთვისაც ვერ მოახერხე ეს – რაც ხდება, აბსოლუტურად კანონზომიერია – მშიშარა არსებისგან სპარტაკი არ გამოიძერწება