თურქეთის პოლიციამ სტამბოლში სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 40 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 40 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი ერლიკაია ავრცელებს.
ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ თავდამსხმელები „რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრები არიან, ულტრამემარცხენე დაჯგუფების, რომელსაც თურქეთი, და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი ივნისიდან 2024 წლის 6 თებერვლამდე თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ 335 ოპერაცია ჩაატარეს, რის შემდეგაც 269 ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, გუშინ, სტამბოლში, ჩაგლაინის სასამართლოსთან ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა. მოგვიანებით, ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება