ცირა ელი­საშ­ვი­ლი: წარმოუდგენელი უვიცობა, უკანონობა და ვანდალიზმია ის, რაც რუსთაველზე ხდება! (ვიდეო)

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ცირა ელი­საშ­ვი­ლი:
❗️თბილისის ისტორიული ნაწილი არის ძეგლის ოფიციალური სახელწოდება, რომელიც დაცვის 3 ზონისგან შედგება.
❗️რუსთაველის გამზირი არის მკაცრი დაცვის ზონა.
❗️სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც თვალით არ გვინახავს, უნდა შეიცავდეს სახელოვნებათმცოდნეო კვლევას.
❗️უშუალო სამუშაოებს მუდმივ მონიტორინგს უნდა უწევდნენ არქეოლოგები.
❗️რუსთაველზე არსებული კომერციული ფართის მეპატრონეები მიწის ნაყარში პოულობენ არქეოლოგიურ ნივთებს (სავარაუდოდ გვიანი შუა საუკუნეების თიხის ჩიბუხი, წყალსადენის მილები).
❗️თავმოყვარე ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ კულტურის სამინისტრო უნდა ითხოვდეს მერიის მიერ წარმოებული სამუშაოების შეჩერებას, პროექტის გასაჯაროვებას და კონკრეტული სპეციალისტების ჩართვას!
ისტორიულად რუსთაველი და თავისუფლების მოედანი ერთმანეთს ვიწრო სასახლის ქუჩით უკავშირდებოდა. ახლა რაც ჩანს ამ ქუჩაზე არსებული შენობების და გარეთუბნის მიწისქვეშა კოლექტორების ნაშთებია. ამ კოლექტორების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. არავის გასჩენია კითხვა რატომ დაიბზარა რესტავრირებული ოპერის შენობა, საიდან დგება არამიანცის სახლის სარდაფებში წყალი?…
❗️ წარმოუდგენელი უვიცობა, უკანონობა და ვანდალიზმია ის, რაც რუსთაველზე ხდება!