ზურაბ ბატიაშვილი: ამ რუკაზე კარგად ჩანს რეალური მიზეზი, რის გამოც რუსქოცები ჩაიციკლნენ საწვავის მიწოდებაზე

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
✅ ამ რუკაზე კარგად ჩანს რეალური მიზეზი, რის გამოც რუსქოცები ჩაიციკლნენ საწვავის მიწოდებაზე;
✅ წითელი ფერით აღნიშნულია რუსეთის ის რეგიონები, სადაც საწვავის მწვავე დეფიციტია (და ასეთი უმეტესია), ყვითლით – სადაც ნაწილობრივად უჭირთ;
✅ ამიტომ დავალება მოსულია და ამათ სურთ დედარუსეთის გადარჩენა, მაგრამ მასშტაბებს ვერ თვლიან აშკარად. საქართველო ვერასოდეს მიაწვდის იმ რაოდენობის საწვავს (რომელიც თვითონაც სხვა ქვეყნებიდან უნდა შემოიტანოს), ამხელა მონსტრი რომ გადაარჩინოს;
✅ აი, მეორადი სანქციები კი თავისუფლად შეიძლება აიკიდონ თვითონაც და აკიდონ მთელ ქვეყანას