პატრიარქმა შიო III-მ უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის 12 წლისთავი მიულოცა

პატრიარქმა შიო III-მ უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის 12 წლისთავი მიულოცა – ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს და წერს, რომ მისალოც წერილში შიო III-მ მიტროპოლიტ ონუფრის მაღალი და პასუხისმგებლიანი მსახურება აღნიშნა და მას „თავისი ხალხისა და ქრისტეს ეკლესიისადმი თავდადებული სიყვარულის ჭეშმარიტი მაგალითი“ უწოდა:
„შემოქმედის ყოვლადსახიერი განგებულების იმედით თქვენ ღირსეულად ატარებთ თქვენზე დაკისრებულ მაღალ და საპასუხისმგებლო პირველმღვდელმთავრულ მსახურებას და თქვენს სამწყსოს საკუთარი ხალხისა და ქრისტეს ეკლესიისადმი თავდადებული სიყვარულის ნამდვილ მაგალითს აჩვენებთ. […] ყოვლადმოწყალე უფალმა იესო ქრისტემ თავისი საღმრთო მადლი, შეწევნა და მშვიდობა მიჰმადლოს უკრაინასა და მთელ მსოფლიოს“ – ნათქვამია პატრიარქ შიო III-ის წერილში.